ახალი ამბები
ხე-ტყის უკანონო მოპოვებით იმერეთი მეორე ადგილზეა
FaceBook
იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 30 ფაქტი დაფიქსირდა.

გარემოს დაცვითი და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, იმერეთი, ქვეყნის მასშტაბით, ამ მონაცემების მიხედვით მეორე ადგილზეა.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 86 ფაქტი კახეთის რეგიონში გამოვლინდა.

2021 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 156 ფაქტი დაფიქისრდა. მათ შორის ხუთი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამურად, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 186 მ3-მდე ხე-ტყე.

საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 32 ფაქტი, ამოღებულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი.
Print