ახალი ამბები
,,სინოფარმის'' 100 ათასი დოზა საქართველოში შაბათს შემოვა
FaceBook
საქართველო შაბათს "წითელი ჯვრისგან" 100 ათას დოზა "სინოფარმს" მიიღებს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ,,სინოფარმზე'' რეგისტრაცია ორშაბათს განახლდება.

"სასიხარულო ამბავი გვაქვს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ირჩევენ "სინოფარმს". მადლობა "წითელ ჯვარს", რომლისგანაც ჩვენ 100 ათას დოზა "სინოფარმს" შაბათს მივიღებთ საჩუქრად. ეს მოგვცეს საშუალებას, რომ ორშაბათიდან კვლავ განახლდეს როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ჩვენ კვლავ ვრჩებით ფართო ასორტიმენტით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აცრისთვის შეგიძლიათ  დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge -ზე.
Print