ახალი ამბები
წვიმა და სეტყვა ელჭექით - საქართველოში ამინდი უარესდება
FaceBook
10 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, ზოგან სეტყვა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 8-9 სექტემბერს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

9 სექტემბერს მოიღრუბლება, იწვიმებს და აგრილდება. ტემპერატურა დღის საათებში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო10 სექტემბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება.

კვირის ბოლოს, 11-12 სექტემბერს გაძლიერდება ქარის სიჩარე. მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-20 0 იქნება.

Print
თეგები: #ამინდი