ახალი ამბები
ქუთაისის ნაწილს ხვალ დენის, გაზის და წყლის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
8 სექტემბერს,  ქუთაისში,  წყლის, ელექტრონერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.

ელექტროენერგიით მომარაგება ახალგაზრდობის, წერეთლისა და კლდიაშვილის ქუჩების ნაწილს 11 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.; 17:00 საათიდან 19:00 საათამდე  ბუკიასა და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩებს.

ელექტროენერგიის გათიშვა ახალი საყრდენების მონტაჟისა და სატრანსფორმატორო ჯიხურების პროფილაქრტიკას უკავშირდება.

8 სექტემბერს ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს არც წყალი მიეწოდება.

"ბესიკის 17-23-25-ის მიმდებარედ წყალარინების ქსელის ჩატეხილი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების გამო 8 სექტემბრის 07:00 საათიდან 15:00 საათამდე წყალი შეუწყდება გამარჯვებისა და  ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს. დაახლოებით, 10 000 აბონენტს" - აცხადებენ კომპანიაში.

ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს, ხვალ ასევე შეუწყდება გაზის მიწოდება.

"სოკარ ჯორჯი გაზის" წარმომადგენლის ინფორმაციით,  ბუნებრივი აირი შეუწყება ბუხაიძის მასივში მცხოვრებ მოქალაქეებს, მათ შორის ჭონქაძისა და ვაჟა-ფშაველას ბოლო მონაკვეთში მცხოვრებლებს, ასევე,  ირაკლი აბაშიძისა და შარტავას ქუჩებს, ჯამში 4 200-მდე აბონენტს.

კომაპნიაში აცხადებენ, რომ გაზის მიწოდება აღნიშნულ ქუჩებს  9 სექტემბრის დღის ბოლომდე აღუდეგბა.

როგორც "სოკარ ჯორჯია გაზში" აცხადებენ გათიშვა პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება, რათა ზამთარში ქალაქს უწყვეტი გაზმომარაგება ჰქონდეს.


Print