ახალი ამბები
თეთრ ხიდზე დაზიანებულ შუშას გამოცვლიან
FaceBook
თეთრი ხიდზე დაზიანებულ შუშას ქუთაისის მერია გამოცვლის.
მერიის  პრესსამსახურის უფროსის თეონა გიორგაძის თქმით, შუშა უკვე შეკვეთილია.

,,ახალი მინა უკვე შეკვეთილია და მალე შევცვლით''.




თეთრ ხიდზე შუშის საფარი 25 აგვისტოს დაზიანდა. ეს ხიდის ზედაპირის დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. გახსნის დღიდან ხიდზე ხან შუშა დაიბზარა, ხან რკინის საფარი გაფუჭდა.

ქუთაისში ისტორიულ ხიდს რეკონსტრუქცია 2018 წელს ჩაუტარდა. სამუშაოები ადგილობრივ ბიუჯეტს 435 997 ლარი დაუჯდა. საბოლოოდ, ხიდის არც ვიზუალი და არც შესრულებული სამუშაოების ხარისხი აღმოჩნდა მისაღები.
Print