ახალი ამბები
"ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა ხელფასის სახით 857 713 ლარი მიიღეს" - TI
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ქუთაისის საკრებულოში, 2020 წელს, დეპუტატების მუშაობა შეისწავლა.

საქმიანობის შეფასების მიხედვით, სხდომებს სისტემატურად აცდენდა ოპოზიცია. გასულ წელს ჩატარებული 19 სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ზოგ შემთხვევაში 17- ს,  ნაწილი კი 18 სხდომას არ დასწრებია. საკრებულოში მოქმედი ხუთი ფრაქციიდან ინიციატივით მხოლოდ სამი ფრაქცია გამოვიდა. წლის განმავლობაში კი წარმომადგენლობით ორგანოს  მუნიციპალიტეტის ორგანოების შემოწმების მიზნით დამოუკიდებელი აუდიტი არ მოუწვევია. ამ ფონზე, დეპუტატებმა გასამრჯელოს სახით 857 713 ლარი მიიღეს.

ორგანიზაციამ დათვალა მივლინებისა და საწვავის ხარჯებიც. გასულ წელს, საკრებულომ 98 129 ლარის საწვავი გახარჯა. საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა კი  ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე ჯამში 4 418 ლარი დახარჯეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საკრებულოს წევრებს მოუწოდებენ უფრო აქტიურად ჩაერთონ საზედამხედველო საქმიანობაში, კერძოდ უფრო ინტენსიურად გააკონტროლონ სახელმწიფო შესყიდვების პროცესი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.

საკრებულომ აქტიურად და კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს მუნიციპალიტეტში ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე;
Print