ახალი ამბები
"შეგვიძლია მტკიცედ ვივარაუდოთ, რომ სწავლა 4 ოქტომბერს დაიწყება'' - ეკატერინე ტიკარაძე
FaceBook
საკლასო ოთახში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ოთხ ოქტომბერს განახლდება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ ეპიდემია უკან იხევს და  ვარაუდობს,  რომ სასწავლო პროცესი ერთ თვეში განახლდება.

"სწავლის დაწყება, ძირითადად, ეპიდემიის გავრცელებაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ეპიდემიის უკან დახევასთან მიმართებაში უკვე სასიკეთო ცვლილებები გვაქვს. აქედან გამომდინარე, უკვე თითქმის შეგვიძლია მტკიცედ ვივარაუდოთ, რომ სწავლა იმ დასახელებულ თარიღზე დაიწყება, რომელიც ჩვენ დავასახელეთ",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა,  როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ბაღებში.


Print