ახალი ამბები
იმერეთში ჯამში ჩატარებულია 140 671 აცრა
FaceBook
7 სექტემბრის მონაცემებით,  იმერეთში სულ ჩატარებულია 140 671 აცრა.  

ბოლო ერთ დღეში კი 2905 აცრა გაკეთდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით,  გარდა საგანგებოდ  გამოყოფილი სივრცეებისა, სადაც ჯავშნის გარეშე შეიძლება აცრა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შესაძლებელია ყველა სხვა ამცრელ დაწესებულებაში.

„აცრის მსურველს, ნებისმიერ კლინიკასა და ამცრელ დაწესებულებაში შეუძლია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრა. უარს არსად  ეტყვიან“, - აღნიშნავს გიორგიძე. 

თუმცა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრისთვის, იმერეთში მაინც არის გამოყოფილი კონკრეტული სივრცეები  ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ჯავშნის გარეშე აცრა შესაძლებელია "ფაიზერის", „სინოფარმისა“ და "სინოვაკის" ვაქცინებით.


ცნობისთვის, საქართევლოში სულ ჩატარებულია 1 340 062 აცრა.

1 დოზით ვაქცინირებულია 850 868 ადამიანი, რაც  მოზრდილი მოსახლეობის 29.8%-ს წარმოადგენს.

სრულად ვაქცინირებულია 489 194 ადამიანი, რაც  მოზრდილი მოსახლეობის 17.1%-ია.

6 სექტემბერს საქართველოში აიცრა 24 262 ადამიანი. 

სინოფარმის ვაქცინით I დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.

აცრისთვის შეგიძლიათ  დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge -ზე.




Print