ახალი ამბები
,,ახალმა ქრისტიან-დემოკრატებმა'' ქუთაისში პარტიული სია წარადგინა
FaceBook
პარტია ,,ახალ ქრისტიან-დემოკრატებს'' ქუთაისში მერობის კანდიდატი არ ეყოლება.

პოლიტიკურმა გაერთიანებამ მხოლოდ  პროპორციული სია წარადგინა.

პარტიის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას თქმით,  ამ მეთოდით მისი პოლიტიკური გუნდი ოპოზიციას გამარჯვებაში უფრო დაეხმარება.


,,მე საშუალებას ვაძლევ ოპოზიციას გაიმარჯვოს. არ ვაპირებ მაჟორიტარების დაყენებას, მერე რომ ვთქვა მყავდათქო, ან მერობის კანდიდატის, ამიტომ გადავწყვიტე, პარტიული სიით ვიბრძოლო. მე გამოვიყვან ჩემს მომხრეებს,  რათა ხელისუფლებამ 43% ვერ აიღოს. მოხდეს რიგგარეშე არჩევნები და შედგეს კოალიციური მთავრობა'',- განაცხადა გოგი წულაიამ. 

პარტია ,,ახალი ქრისტიან-დემოკრატების'' ქუთაისის პროპორციული სიის ათეული სე გამოიყურება:

1. გოგი წულაია

2. ლევან ჟღენტი

3. გიორგი ლოლაძე

4. დავით ხოშტარია

5. ცირა კაცაძე

6. ვალერიანე გიორგაძე

7. ლევან ჯოგლიძე

8. ჯემალ ბეკოშვილი

9. ალექსანდრე ლომთაძე

10. დარეჯან მაღლაფერიძე


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

Print