ახალი ამბები
ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე გზა 10 დღით გადაიკეტება
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირი, სადაც გზის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, 10 დღით გადაიკეტება.
ბალახვნიდან ფოლკლორის სასახლემდე მოძრაობა 7 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე აიკრძალება.

ქუთაისში წელიწადზე მეტია ქალაქის ორი მთავარი ქუჩა გადათხრილია. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩებზე ისევ ვერ სრულდება. გადათხრილი გზის გამო, 3 სექტემბერს, წერეთლის ქუჩაზე ორი ავტომანქანა ორმოში ჩავარდა და დაზიანდა. მომხდარზე მერიამ პასუხისმგებლობა მძღოლებს დააკისრა და განაცხადა, რომ ცალკეულ შემთხვევებში ისინი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არ ემორჩილებიან.


Print