ახალი ამბები
ქუთაისში ამცრელი ცენტრების მიმართულებით შვიდი ავტობუსი მოძრაობს
FaceBook
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მსურველებისთვის ქუთაისში შვიდი სპეციალური ავტობუსი მუშაობს.

ავტობუსებს, ადმინისტრაციული ცენტრიდან უახლოეს კოვიდცენტრამდე ან ამცრელ 
დაწესებულებამდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების მსურველები გადაჰყავს.

სპეციალური ტრანსპორტი ვაქცინაციის დიდი ცენტრების მიმართულებით, შემდეგი მარშრუტებით მოძრაობს:


1. მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, კახიანოურის ადმინისტრაციული ერთეულის გავლით - #4 პოლიკლინიკის მიმართულებით;

2. ძელქვიანის ადმინისტრაციულ ერთეულში - კლინიკა "ჰერას" მიმართულებით;

3.ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში - მაღაზია "ემბავუდიდან" "თეგეტამოტორსის" მიმდებარე ტერიტორიამდე, #4 პოლიკლინიკის მიმართულებით;

4.ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში - საპატრულო პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, #4 პოლიკლინიკის მიმართულებით;

5. სულხან -საბას ადმინისტრაციულ ერთეულში - სავაჭრო ცენტრ "ოთხიანის " მიმდებარე ტერიტორიიდან, გუგუნავას ქუჩა.

6. საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში - საფიჩხიის ცენტრიდან;

7. გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში - ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ;

8. ქალაქ-მუზეუმის ადმინისტრაციულ ერთეულში - ცენტრალური ბაღის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან;

9. უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში - გამარჯვების მოედნიდან;

10. გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში - კინოთეატრ "სულიკოს" მიმდებარე ტერიტორიიდან.

11. ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში - ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან.

საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტი იმოძრავებს

10 :00 საათიდან 18:00 საათამდე.

აცრის მსურველებს წინასწარი რეგისტრაცია არ სჭირდებათ, ისინი რეგისტრაციას ადგილებზე, ამცრელ დაწესებულებებში გაივლიან.

საკოორდინაციო საბჭომ, მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება 12 აგვისტოს მიიღო.
საბჭოს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გარდა საქალაქთაშორისოსი, 14 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით არ იმუშავებს. სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ამცრელ დაწესებულებებთან მიყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
Print