ახალი ამბები
ავთანდილ ხურციძეს ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ ათავისუფლებენ
FaceBook
ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე,  ამერიკულ ციხეს ერთ კვირაში დატოვებს.
სპორტსმენი ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს. 

,,მინდა გაცნობოთ,  რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. თავისუფლება ზუსტად ისეთია,  როგორიც გახლავართ მე. გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს,  სულ დარჩენილი რამოდენიმე ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთ წლიანი სამზადისი'
'- წერს ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ის  სპორტულ კარიერას კვლავ გააგრძელებს.

ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, ზედმეტსახელით  "ჩაქუჩა",  2017 წელს დააკავეს.

მას ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებოდა. მასთან ერთად დაკავებულ 14 პირს თაღლითობასა და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებდნენ.

ავთანდილ ხურციძეს 2016-2017 წლებში მოპოვებული აქვს WBO -ს ინტერნაციონალური ქამარი და WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული.
Print