ახალი ამბები
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 1731 პირველკურსელი ჰყავს
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1731 სტუდენტი ჩაირიცხა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, შვიდმა სტუდენტმა 100%-იანი გრანტი მიიღო, 22 სტუდენტი ჩაირიცხა 70%-იანი, ხოლო,  111 სტუდენტი - 50%-იანი დაფინანსებით.

934 სტუდენტი კი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ისწავლის. საუბარია იმ სპეციალობებზე, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. პრიორიტეტული ფაკულტეტის არჩევის შემთხვევაში, სტუდენტები, ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით, დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად,  უფასოდ ისწავლიან. მაგალითად, თუ სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებულ  სპეციალობაზე 200 ადგილია, მსურველი კი 250 სტუდენტია, უნივერსიტეტში ის 200 აბიტურიენტი ჩაირიცხება, რომლებიც მსურველთა შორის ყველაზე მაღალ ქულებს მიიღებენ.

პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს.
Print