გიორგი გახარიამ ქუთაისში მერობის კანდიდატი წარადგინა.
პარტია "საქართველოსთვის" სახელით გიორგი გოგუაძე იბრძოლებს. გახარიამ
ასევე, საკრებულოს მაჟორიტარული და პროპორციული სიაც წარადგინა:
მაჟორიტარული დეპუტატობისთვის იბრძოლებენ: მათე ზოსიაშვილი, მაკა
ბერაია, თამუნა ნიკოლეიშვილი, გიორგი სილაგაძე, ედიშერ მიქაბერიძე,
ალეკო თამაზაშვილი და ლაშა ლაღიძე.
პროპროციული სია კი ასე გამოიყურება :
ელეონორა არჩაია, ნინო ჩიკვაშვილი, კახა ჩხეტიანი, ბადრი კაპეტივაძე,
ნიკოლოზ კილასონია, ირმა ქურასბედიანი და ზურაბ კაპანაძე.
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები