ახალი ამბები
ქუთაისში თანამედროვე სკულპტურების მოწყობა იგეგმება
FaceBook
გათვალისწინებულია ქუჩის მხატვრობაც.


ქუთაისში ტურისტული გარემოს გაუმჯობესებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით, ქალაქში შესაძლოა თანამედროვე სკულპტურული ნამუშევრების დადგმა იგეგმება.

როგორც ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტშია მითითებული, ქალაქში ტურისტების დარჩენის დროის გაზრდისთვის აუცილებელია ახალი ტურისტული ატრაქციების დამატება, რაც ქალაქის ტერიტორიაზე თანამედროვე სკულპტურული ნამუშევრების, ქუჩის მხატვრობის და სხვა მცირე ატრაქციების მოწყობას გულისხმობს.

ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტში, აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისთვის 25 ათასი ლარია განსაზღვრული.

Print