ახალი ამბები
"სააკაშვილის ხელისუფლებამ ერთხელ დაანგრია ქვეყანა და არ უნდა მივცეთ მეორედ ამის შესაძლებლობა"
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ქუთაისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე "ქართული ოცნების" მმართველობის შედეგებზე ისაუბრა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით, ბოლო რვა წელი გამორჩეულია იმით, რომ ქვეყანაში მშვიდობაა და არ გვაქვს ომი. პრემიერს მიაჩნია, რომ წინა ხელისუფლებამ ქვეყანა დაანგრია და ამის მეორედ გაკეთების შესაძლებლობა აღარ უნდა მიეცეს.

"ოცნების" ხელისუფლებამ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენი მმართველობა გამოირჩევა იმით, რომ მართლაც მოვიტანეთ მშვიდობა და სტაბილურობა. პერიოდი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი. როგორ შეიძლება დავივიწყოთ ის დამანგრეველი შედეგები, რომელიც მოიტანა 2008 წლის ომმა. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ. სააკაშვილის ხელისუფლებამ ერთხელ დაანგრია ქვეყანა და არ უნდა მივცეთ მეორედ დანგრევის შესაძლებლობა",
- განაცხადა პრემიერმა.

პარტია "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის მერობის კანდიდატად იოსებ ხახალეიშვილი ოფიციალურად წარადგინა. მერის პოსტზე,  მოქმედი მერი,  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა, რომელიც რეგიონში ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

წარდგენას პრემიერ-მინისტრთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ. წარდგენაზე იმყოფებოდნენ ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე იოანე გამრეკელი და ეპარქიის სხვა წარმომადგენლები.

ცნობილია, იმერეთის მასშტაბით, მმართველი პარტიის მერობის სხვა კანდიდატებიც.
Print