ახალი ამბები
"ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის მერობის კანდიდატი წარადგინა
FaceBook
პარტია "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის მერობის კანდიდატად იოსებ ხახალეიშვილი ოფიციალურად წარადგინა.

მერის პოსტზე,  მოქმედი მერი,  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა, რომელიც რეგიონში ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

წარდგენაზე პრემიერმა რეგიონების თანაბრად განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმერეთს განსაკუთრებული ტურისტული პოტენციალი აქვს და ამის გამოყენება ეფექტურად უნდა მოხდეს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის პრობლემების გადაჭრა ადგილზე ხდებოდეს.

"ყველა რეგიონი უნდა განვითარდეს თანაბრად და ყველა რესურსი გადანაწილდეს თანასწორად. ტურიზმის მიმართულება იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ მოვიარეთ იმერეთი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური ქვეყანა და ამ რესურსებს სჭირდება ათვისება. ასევე,  მნიშვნელოვანია, რომ მერმა ადგილზე  გადაწყვიტოს და მოაგვაროს ის პრობლემა, რომელიც დაგროვილია. ჩვენ ღირსეულად და დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ 2 ოქტომბერს", - განაცხადა პრემიერმა.

წარდგენას პრემიერ-მინისტრთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ. წარდგენაზე იმყოფებოდა ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე იოანე გამრეკელი.

ცნობილია იმერეთის მასშტაბით, მმართველი პარტიის მერობის სხვა კანდიდატებიც.
Print