ახალი ამბები
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები იმერეთში
FaceBook
მმართველმა პარტიამ იმერეთში მერობის კანდიდატები უკვე დაასახელა.

მუნიციპალიტეტების ნაწილში, ისევე, როგორც ქუთაისში, საარჩევნო კამპანიაში მოქმედი მერები ერთვებიან.

ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.

იმერეთის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატების სია ასეთია:

ქუთაისი -  იოსებ ხახალეიშვილი

ხარაგაული - კობა ლურსმანაშვილი

ბაღდათი - კახა ენუქიძე

ვანი - ალექსანდრე გოგორიშვილი

თერჯოლა- ლაშა გოგიაშვილი

საჩხერე- ლევან ივანაშვილი

ჭიათურა- გივი მოდებაძე

ზესტაფონი - ვასილ გველესიანი

ტყიბული- დავით ჩერქეზიშვილი

სამტრედია- დავით ბახტაძე

ხონი- ლადო ჯურხაძე

წყალტუბო - გენადი ბალანჩივაძე


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


Print