ახალი ამბები
ქუთაისის მერია ავტომანქანების ორმოში ჩავარდნას მძღოლებს აბრალებს
FaceBook
ქუთაისის მერია  წერეთლისა და ფოთის ქუჩებზე ავტომანქანების ორმოში ჩავარდნის ფაქტებზე თავს იმართლებს და მომხდარს მძღოლებს აბრალებს.

მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მძღოლები არ ემორჩილებიან შეზღუდვებს, რისი შედეგიც არის ორმოში ავტომანქანის ჩავარდნის ორი ფაქტი.

"ქუჩის ამ მონაკვეთებზე დგას შესაბამისი საგზაო ნიშნები და მოძრაობის შემზღუდავი ლენტებიცაა განთავსებული. თუმცა, ცალკეული მძღოლები არ ემორჩილებიან შეზღუდვებს და თვითნებურად არღვევენ ამკრძალავ მიჯნებს. დღეს გავრცელებულ კადრებზე სწორედ ასეთი დარღვევების შედეგად გამოწვეული შემთხვევებია ასახული
", - ნათქვამია განცხადებაში.

მერია არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ გაჭიანურდა სამუშაოები ცენტრალურ ქუჩებზე და როდის დასრულდება გზების რეაბილიტიაცია. 

დღეს დილიდან,  ქალაქში, სადაც ცენტრალური ქუჩები გადაკეტილია, წვიმამ პრობლემები შექმნა. მძღოლებს უხვი ნალექის პირობებში გადათხრილ  გზებზე უწევდათ გადაადგილება, რა დროსაც ორი ავტომანქანა ორმოში ჩავარდა.
Print