ახალი ამბები
იმერეთში უხვი ნალექის გამო 25 გამოძახება დაფიქსირდა
FaceBook
სამი დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა იმერეთის რეგიონში.
ძლიერი წვიმის შედეგად დაიტორა გზები და  საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. 

"ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო, 3 სექტემბერს  25 გამოძახება გვქონდა. ძირითადად,  ეს ეხებოდა სახლების დატბორვას.  საგანგებო დახმარების ჯგუფი ყველგან მუშაობს", - ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბერს გამოიდარებს.  8 სექტემბრამდე მოსალოდნელია მცირე წვიმა ცალკეულ რაიონებში.

ჰაერის ტემპერატურა 220, 270- მდე მოიმატებს.




Print