ახალი ამბები
ქუთაისის მერია ფანჩატურების მოსაწყობად ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისში,  ოთხ ობიექტზე,  ფანჩატურების მოწყობა იგეგმება. 

ქუთაისის მერიამ  44 380 ლარის ღირებულების ტენდერს უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ფანჩატურები ბინის ამხანაგობების მიმართვის საფუძველზე კეთდება.



ფანჩატურები ქუთაისში შემდეგ ობიექტებზე მოეწყობა:

1. კოტე მესხის ქ. N9ა ბინის ეზოში. აქ სამუშაოების  ღირებულება 4802 ლარია.

2. სულხან-საბას გამზ. N21-სა და N21ა-ს შორის. ამ ტერიტორიაზე ფანჩატურის მოწყობა 18519 ლარი დაჯდება.

3. წერეთლის ქ. N111 ბინის ეზოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას 10762 ლარი დასჭირდება.

4. აღმაშენებლის გამზ. N3/5 ბინის ეზოში კი სამუშაოებისთვის 10296 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 45  დღეში უნდა დასრულდეს.


Print