ახალი ამბები
საქართველოში სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 15.3%
FaceBook
3 სექტემბრის მონაცემებით,  საქართველოში სულ ჩატარებულია 1 259 391 აცრა.

1 დოზით ვაქცინირებულია 822 297 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28.8%.

სრულად ვაქცინირებულია 437 094 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 15.3%.

2 სექტემბერს აიცრა 23 518 პირი.

აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge -ზე.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე,  იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი.

ჯავშნის გარეშე აცრა შესაძლებელია "ფაიზერისა" და "სინოვაკის" ვაქცინებით.

Print