ახალი ამბები
პატიმრების ოჯახის წევრები პარლამენტთან აქციას გამართავენ
FaceBook

პატიმრების ოჯახის წევრები, პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ და  ციხეების განტვირთვას ითხოვენ.


ამ მოთხოვნით, 4 სექტემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები  ვადაზე ადრე გათავისუფლებას, ორი წლის განმავლობაში გრძელვადიანი  პაემნების შეზღუდვის გამო,  კომპენსაციის სახითაც მოითხოვენ. მათი თქმით,  ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის აკრძალვის პირობებში, პატიმრები მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

აქციაზე პეტიციასაც შეადგენენ და პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნიან.

"ჩემი მეუღლე სასჯელს იხდის #2 დაწესებულებაში. პატიმრებს ორი წელია აკრძალული აქვთ ხანგრძლივი პაემნები, რაც ცუდად აისახება პატიმრების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მოვითხოვთ მიყენებული ზიანი რაც პატიმრებმა ამ პერიოდის მანძილზე მიიღეს, კომპენსირდეს ამნისტიის სახით. იქ მსჯავრს იხდიან ქრონიკულად დაავადებულებიც, რომლებიც უნდა გათავისუფლდნენ დაუყონებლივ, ვადაზე ადრე გათავისუფლების საშუალებით ან ელექტრონული სამაჯურით. ჩვენი, აქციის მონაწილეების მოთხოვნაა 1/4 ყველა პატიმარს, არა შერჩევით მუხლებს, არამედ ყველას, რადგან პანდემიამ ყველაზე თანაბრად იმოქმედა", - ამბობს ქუთაისის  #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრის მეუღლე, სალომე ჟღენტი.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ პატიმრების ოჯახის წევრებისგან მაქსიმალური იზოლირების მიუხედავად, ციხეებში კორონავირუსმა მაინც შეაღწია, რაც სისტემის არაეფექტურობაზე მეტყველებს.

"ორი წელია პატიმრებს, ვირუსის გამო, ოჯახის წევრები არ უნახავთ და რა შედეგი გამოიღო ამან? ვირუსმა მაინც შეაღწია ციხეებში, პატიმრებს კი ფსიქიკა დაუმახინჯეს. ის, რაც ახლა პენიტენციურ სისტემაში ხდება და როგორც ექცევიან პატიმრებს, უთანაბრდება წამებსა და არაადამიანურ მოპყრობას. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ციხეების განტვირთვა და ამასთანავე, პატიმრებს PCR ტესტის საფუძველზე მიეცეთ ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის უფლება",- ამბობს უფლებადამცველი ნათია ჩხეტიანი.

პატიმრების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ციხეებში კორონავირუსი უკონტროლოდ გავრცელდა. ბრალდებულთა და მსჯავრდებულ
ა ახლობლების მიერ მომხდარის ღიად საუბრის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახური იძულებული გახდა ინფორმაცია დაედასტურებინა.  ოფიციალური ინფორმაციით, ცეხეებში 100-ზე მეტი პატიმარია ინფიცირებული, თუმცა, უფლებადამცველთა და პატიმართა ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ რეალობა კიდევ უფრო მძიმეა და უწყება ინფორმაციას მალავს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა N2, N8 და N14 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში,

 

Print