ახალი ამბები
კოვიდინფიცირებული ქალი, რომელმაც ქუთაისში ტყუპები გააჩინა, გარდაიცვალა
FaceBook
47 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელმაც ქუთაისში ტყუპები გააჩინა, გარდაიცვალა.

ორსული კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ იგი თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ შეძლეს.

ინფიცირებული არიან ჩვილებიც. ისინი მკურნალობას ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" გადიან.

ბოლო ერთ თვეში კორონავირუსით ათზე მეტი ორსული გარდაიცვალა.
Print