ახალი ამბები
ქუთაისში, ლომონოსოვის ქუჩაზე რეკრეაციული ზონის შექმნა იგეგმება
FaceBook
ქუთაისში, ახალგაზრდობის #94 -თან რეკრეაციული ზონა მოეწყობა.
ტერიტორიაზე არსებული მოედნის რეაბილიტაციისა და რეკრეაციული ზონისთვის  საჭირო პროექტის შესადგენად,  ქუთაისის მერიამ  ტენდერი უკვე  გამოაცხადა. 

სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტი 20 ათას ლარს დახარჯავს.

პროექტის შედგენის მსურველებისთვის,  წინადადებების მიღება  14 სექტემბერს იწყება  და 16 სექტემბერს მთავრდება.


ტენდერში გამარჯვებულმა,  პროექტი,  ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უნდა შეადგინოს და მერიას წარუდგინოს. 


Print