ახალი ამბები
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 14.8%
FaceBook
2 სექტემბრის მონაცემებით,  საქართველოში სულ ჩატარებულია 1 235 386 აცრა.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით,  1 დოზით ვაქცინირებულია 813 601 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.5% -ია.

სრულად ვაქცინირებულია 421 785 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 14.8%.

1 სექტემბერს აიცრა 23 916 ადამიანი.

აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge -ზე.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი. 

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრა შესაძლებელია  „ფაიზერისა" და "სინოვაკის" ვაქცინებით.

Print