ახალი ამბები
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისში პროპორციული და მაჟორიტარული სია წარადგინა
FaceBook
"ლეიბორისტულ პარტიას" ქუთაისში მერობის კანდიდატი არ ეყოლება.

ადგილობრივმა ორგანიზაციამ მხოლოდ პროპორციული და მაჟორიტარული სია წარადგინა.

პარტიის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, სამსონ გუგავას თქმით, ეს იქნება მმართველი პარტიისთვის ლეგიტიმაციის დასუსტების საშუალება, რომ მან 43%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს.

"თვითმმართველობაში გადამწყვეტი არის საკრებულო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ არის აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ვთვლით, რომ ამ ეტაპზე არ არის მნიშვნელოვანი. პროპორციული ნაწილი არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი, რადგან ხელისუფლებას უნდა გამოვაცალოთ ლეგიტიმაცია, რომ მან ვერ დაძლიოს ის 43%-იანი ბარიერი, რომელიც არის  საერთაშორისო თანამეგობრობასთან დადებული შეთანხმების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცალმხრივად გავიდნენ ამ ხელშეკრულებიდან", - განაცხადა სამსონ გუგავამ.

"ლეიბორისტული პარტიის" მაჟორიტარული და პროპორციული სია ასე გამოიყურება:

პროპორციული:

1.სამსონ გუგავა

2.მერაბ ჭუმბურიძე

3.იანა ჯანელიძე

4.ირაკლი კიკვაძე

5.გაგი ახალაძე

6.მანანა ლეჟავა

7.დურუ ასათიანი

8.დავით სოფრომაძე

9.მარიამ პაპუაშვილი

10.ლაშა ლოსაბერიძე

მაჟორიტარული:

ვაკისუბანი-სულხან-საბა- ირაკლი კიკვაძე

ქალაქ-მუზეუმი-გიორგი წკეპლაძე

საფიჩხია-კახიანოური -მუხნარი - მანანა ლეჟავა


უქიმერიონი-მერაბ ჭუმბურიძე

ავტოქარხანა - გაგი ახალაძე

გამარჯვება - იანა ჯანელიძე

ძელქვიანი - ნიკეა- დურმიშხან ასათიანი


Print