ახალი ამბები
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 81 ადამიანი დაიღუპა
FaceBook

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.


ბოლო 24 საათში ეპიდემიის განმავლობაში ლეტალობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

კორონავირუსს  საქართველოში 81 პაციენტი ემსხვერპლა.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5017 პირი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციითვე, გუშინ, 1 სექტემბერს, სულ 40 435 ტესტი ჩატარდა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 7500-ს გადააჭარბა.



 

Print