ახალი ამბები
ინდოეთიდან შემოსულმა სტუდენტებმა აცრის დოკუმენტი ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ
FaceBook
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ინდოეთის რესპუბლიკიდან შემოსულ სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ.

"იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" დადგენილებით, ინდოეთიდან შემომავალი ნებისმიერი სტუდენტი, ასევე სტუდენტები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში − ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს, ხოლო სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ PCR ტესტირების ჩატარებას.

ამავე დადგენილებით, სკოლები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები 2021 წლის 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესს განახორციელებენ მხოლოდ დისტანციურად.
Print