ახალი ამბები
საქართველოს ციხეებში 96 პატიმარია ინფიცირებული
FaceBook
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების 1%-ია კორონავირუსით ინფიცირებული.

კოვიდ19 სულ 96 პატიმარს დაუდასტურდა.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგვაძის თქმით, აქტიური შემთხვევები 95% ე.წ. მიმღებ დაწესებულებებში, საკარანტინე სივრცეებში გამოვლინდა, რის შედეგადაც ინფიცირების შემდგომი გავრცელების რისკები აღიკვეთა.

"პატიმრების სრული რაოდენობის 70%-ზე მეტი, ხოლო თანამშრომელთა 80%-ზე მეტი უკვე აცრილია. სექტემბრის ბოლოს კი, პენიტენციურ დაწესებულებები მთლიანად ვაქცინირებული იქნება და ციხეები ე.წ. "მწვანე დაწესებულებებად" ჩამოყალიბდება, სადაც ადამიანების ჯანმრთელობა სრულად იქნება დაცული", - განაცხადა რატი ბრეგვაძემ.

იუსტიციის სამინისტრომ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, ციხეებში პატიმართა კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურეს, რაც ამის შესახებ თავად მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ოჯახის წევრებმა ისაუბრეს. პატიმართა ოჯახის წევრები ამნისტიას ითხოვენ.

ამ დროისთვის კორონავირუსის შემთხვევები გამოვლენილია N2, N8 და N14 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
Print