ახალი ამბები
3886 ინფიცირებული, 74 გარდაცვლილი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 3886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 4103 პირი. გარდაიცვალა 74 ადამიანი. ვირუსს ჯამში 7482 პირი ემსხვერპლა.

ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით ინფიცირების სულ 553 697 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელებულია 497 517ადამიანი.


ამ დროისთვის კოვიდ19-ს 48 672 ადამიანი ებრძვის. ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი 6.7%-ია.
Print