ახალი ამბები
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 13.8%
FaceBook
31 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 1 184 306 აცრა.

1 დოზით ვაქცინირებულია 790 542 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 27.7%-ია.

სრულად ვაქცინირებულია 393 764 ადამიანი. ანუ მოზრდილი მოსახლეობის 13.8%.

30 აგვისტოს აიცრა 25 670 ადამიანი.

აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ https://booking.moh.gov.ge

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

საამისოდ ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზეა სივრცე გამოყოფილი.



Print
თეგები: #აცრა