ახალი ამბები
ამ დრომდე სრულად ვაქცინირებულია მასწავლებელთა 46%
FaceBook
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინირებული პედაგოგების რიცხვი ყოველდღიურად მზარდია.

,,აცრის მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ სამინისტროში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9-დან 46 %-მდე გაიზარდა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებით, საბჭო სკოლებში სწავლის დაწყების რეკომენდაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს, თუკი მასწავლებლების 80 პროცენტი აცრილი იქნება.

სკოლების ღიაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდმა და იუნესკომ დაამტკიცეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის ტექნიკური მრჩევლების ჯგუფის მიერ კოვიდ-19-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული რვა რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციები განკუთვნილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრი ქვეყნისთვის და ითვალისწინებს შემდეგს:

-სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება.
-შემუშავდეს ტესტირების სტრატეგია.
-შემუშავდეს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები.
-დაცული იქნას ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური კეთილდღეობა.
-დაცული იქნან ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ბავშვები.
-გაუმჯობდეს სასკოლო გარემო.
-ბავშვები და მოზარდები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
-აქტიურად განხორციელდეს ვაქცინაცია, რათა ბავშვები სკოლებში შევინარჩუნოთ.

Print