ახალი ამბები
იმერეთში ვირუსით ინფიცირების180 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 915 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 545 033-ს.

29 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.44% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.04%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 929 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 488 661.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 329 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 727 შემთხვევა, აჭარა - 247, იმერეთი - 180, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 140, გურია - 72, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 171, კახეთი - 174, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.
Print
თეგები: #კორონა