ახალი ამბები
საქართველოში 1 დოზით ვაქცინირებულია მოსახლეობის 27.3%
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 164 402 აცრა.

მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 780 948 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.3%. სრულად ვაქცინირებულია 383 454 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 13.4%.

ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსის ვაქცინით აიცრა 17 670 ადამიანი.

Print