ახალი ამბები
27 აგვისტოს საქართველოში 26 734 ადამიანი აიცრა
FaceBook
28 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 1 122 209 აცრა.

1 დოზით ვაქცინირებულია 760 899 ადამიანი, რაც  მოზრდილი მოსახლეობის 26.6%-ს წარმოადგენს.

სრულად ვაქცინირებულია 361 310 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 12.7%-ს შეადგენს.

27 აგვისტოს აიცრა 26 734 ადამიანი.

შეგახსენებთ, 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 247 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

გარდაიცვალა - 74 ადამიანი.

აცრა შესაძლებელია booking moh gov ge ზე რეგისტრაციით.

ასევე, იმერეთის რეგიონში ამ ეტაპზე სამი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი: ქუთაისში, ზესტაფონსა და ჭიათურაში გაიხსნა.
Print
თეგები: #აცრა