ახალი ამბები
იმერეთში ვირუსით ინფიცირების 447 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 247 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 540 449-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.61% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.23%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 053 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 476 555.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 175 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 755 შემთხვევა, აჭარა - 456, იმერეთი - 447, ქვემო ქართლი - 295, შიდა ქართლი - 254, გურია - 121, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 304, კახეთი - 389, მცხეთა-მთიანეთი - 102, სამცხე-ჯავახეთი -86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38.

Print