ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით 13 ორსულია გარდაცვლილი
FaceBook
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით, დაახლოებით, 13 ორსულია გარდაცვლილი.

მისივე განმარტებით, ამის პრევენციის ერთადერთი საშუალება არსებობს და ეს ორსულების ვაქცინაციაა. როგორც გამყრელიძემ განმარტა, აღნიშნულ საკითხზე მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად მუშაობს.

"სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ჩართულია. ამის პრევენციის ერთი საშუალებაა მხოლოდ, რომ ორსულები უნდა აიცრან. მთლიანად ამ ორი წლის განმავლობაში, რაც პანდემია არის, თუ არ ვცდები გარდაცვლილია 13 ორსული,"
- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Print