ახალი ამბები
საქართველოში ჯამში 1 038 292 აცრა ჩატარდა
FaceBook
25 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 719 380 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.2%.

ხოლო სრულად ვაქცინირებულია 318 912 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 11.2%.

ამ დრომდე ჯამში ქვეყანაში სულ 1 038 292 აცრა ჩატარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 აგვისტოს 28 196 ადამიანი აიცრა.
Print