ახალი ამბები
საქართველოში მილიონზე მეტი აცრა ჩატარდა
FaceBook
24 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომლებიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, მილიონს გადააჭარბა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 1 010 096 აცრაა ჩატარებული.

მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 703 945 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 24.6%-ს შეადგენს, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 306 151 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.7%-ია.



Print