ახალი ამბები
ქუთაისში კოვიდდადებით ქალს ტყუპები შეეძინა
FaceBook
ქუთაისში 47 წლის კოვიდდადებითი ქალი ტყუპების დედა გახდა.

ქუთაისის კლინიკა "ბომონდის" ინფორმაციით, ორსულ ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

კლინიკის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა, აქედან 7 — ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა. დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
Print
თეგები: #ბომონდი