ახალი ამბები
საქართველოში მოსახლეობის 23.2% ერთჯერადად, ხოლო 9.7% სრულად ვაქცინირებულია
FaceBook
21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 938 705 აცრა ჩატარდა, ხოლო ბოლო 24 საათში 28 555 პირი აიცრა.

stopcov.ge -ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 661 788 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.2%. სრულად ვაქცინირებულია 276 917 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 9.7%.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. 

ქვეყანაში აცრა მიმდინარეობს ვაქცინებით: "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი".


Print