ახალი ამბები
აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წელი გავიდა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ღონისძიება აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
მწერლის დაბადებიდან 175 წელია გასული.
"ალბათ, ყველაზე მეტად სიმბოლურია ამ ცნობილი მოგზაურობის ქუთაისიდან დაწყება, რომელიც დაიწყო 1912 წელს, რომელმაც საფუძველი დაუდო ქართული კინოს განვითარებას და ამ სფეროში უდიდესი წვლილი აქვს შესრულებული ბატონ გოგი დოლიძეს"- აცხადებს თამთა თურმანიძე, ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
აღნიშნული ღონისძიების სტუმარი იყო ქართველი კინომცოდნე გოგი დოლიძე, რომლის ორგანიზებითაც მოეწყო ფილმ "ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე 1912 წელი"-ს ჩვენება.
"კიდევ ერთხელ მინდოდა შემეხსენებია ჩვენი ახალგაზრდობისათვის, რომ გვაქვს მსოფლიოში უნიკალური ფილმი, რომლის 100 წლისთავი ოფიციალურად ჯერ არ აღნიშნულა და ამას უნდა ბრძოლა, რომელიც ახალგაზრდებმა უნდა გააგრძელონ. მე კი დავბერდი, უკვე 82 წლის ვარ" - ამბობს კინომცოდნე, გოგი დოლიძე.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტო ჩვენება უნივერსიტეტის ფოიეში, რომელიც ეხებოდა აკაკი წერეთლის ცხოვრებას.
ღონიძიების ორგანიზატორი იყო ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის,სპორტის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახური.
რეზი ბურჯანაძე

Print