ახალი ამბები
დღეს კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
FaceBook
დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მეტი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, კოვიდ-19 ით ქვეყანაში 59 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 649 პირი ემსხვერპლა.

19 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.22%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.86% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.98%.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 743 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 506 040-ს.

ექიმები მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ.

20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 907 665 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 აგვისტოს 23 986 პირი აიცრა.


Print