ახალი ამბები
იმერეთში სრულად 21 170 პირი აიცრა
FaceBook
იმერეთის რეგიონში მოსახლეობის 6,3 % არის აცრილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, გოჩა გიორგაძის ინფორმაციით, იმერეთში სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული პირებიც იტარებენ იმუნიზაციას.

,,ჯერ ვაქცინით მხოლოდ 6,3 % მოვიცავით, ძალიან ბევრია სამუშაო'',
- განმარტავს გოჩა გიორგაძე.

იმერეთის რეგიონში ჩატარდა 84 734 - ზე მეტი აცრა, პირველი დოზით აცრილია 63 548 ადამიანი, ხოლო სრულად 21 180.

საქართველოში 20 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 907 665 აცრა.

ვაქცინაციის დაწყების დღიდან დღემდე, სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი.








Print