ახალი ამბები
საქართველოში პედაგოგების 40% აცრილია
FaceBook
საქართველოს მასშტაბით აცრილი პედაგოგების რაოდენობა 40%-ს უახლოვდება.
ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ დგებუაძემ განაცხადა.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, იმუნიზაციის პროცესის გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები.

ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.


Print
თეგები: #იმუნიზაცია