ახალი ამბები
ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში იუსტიციის სახლები ერთვებიან
FaceBook
კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ, ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში – 2 405 405.

"სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი; შაბათს და კვირას კი, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მსურველებს 10:00-დან 17:00-საათამდე თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მოემსახურებათ",-
აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაზე მოქალაქეები ამ დრომდე პორტალით https://booking.moh.gov.ge/-ის მეშვეობით რეგისტრირდებოდნენ
Print