ახალი ამბები
ვაქცინაციის მსურველ სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს ადგილზე აცრიან
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტში ამცრელი ბრიგადების შეყვანა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტორლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი გოჩა გიორგაძე აცხადებს.  

,,სოფლის რწმუნებული შეადგენს სიას და წინასწარ შეთანხმებულ დღეს ამცრელი ბრიგადა სოფლებში ჩავა, ადგილზე მოხდება იმუნიზაცია, ეს სიაც რათამაუნდა წინასწარ შედგენილი იქნება სურვილის მიხედვით'',- განმარტავს გოჩა გიორგიძე.

იმერეთის რეგიონში ამ ეტაპზე  27 დაწესებულება და 60-მდე ამცრელი ბრიგადა მუშაობს.

ამ ეტაპზე საქართველოში ხელმისაწვდომია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები : ,,ფაიზერი'' ,,ასტრაზენეკა'', ,,სინოფარმი'' ,,სინოვაკი''.

იმერეთის რეგიონში მოსახლეობის 6,3 % არის აცრილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, გოჩა გიორგაძის ინფორმაციით, იმერეთში სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული პირებიც იტარებენ იმუნიზაციას.

,,ჯერ ვაქცინით მხოლოდ 6,3 % მოვიცავით, ძალიან ბევრია სამუშაო'', - განმარტავს გოჩა გიორგაძე.

იმერეთის რეგიონში ჩატარდა 84 734 - ზე მეტი აცრა, პირველი დოზით აცრილია 63 548 ადამიანი, ხოლო სრულად 21 180.

საქართველოში 20 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 907 665 აცრა.

ვაქცინაციის დაწყების დღიდან დღემდე, სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი.

Print