ახალი ამბები
საპატრულო პოლიცია ქუთაისში უპირბადო მოქალაქეებს აფრთხილებს
FaceBook
ქუთაისის ქუჩებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქვეითად მავალ მოქალაქეებს აკონტროლებენ.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს პირბადე არ უკეთია საპატრულო პოლიცია პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს და  აფრთხილებს რომ განმეორების შემთხვევაში დაჯარიმდება.

პირბადის ტარების ვალდებულების უგულებელჰყოფის შემთხვევაში, მოქალე 20 ლარით ჯარიმდება. 

მთავრობის დადგენილებით საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო 2020 წლის 17 აგვისტოდან გახდა.  

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივნისის ჩათვლით, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 156 347 პირია დაჯარიმებული.

შსს-ს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის იანვარ-მარტში, სხვადასხვა კოვიდრეგულაცია ჯამში 8737-მა პირმა დაარღვია. გამოწერილი ჯარმების რაოდენობამ კი 26 463 000 ლარი შეადგინა. 



Print