ახალი ამბები
შოთა მურღულიას სახელობის ორმოს გახსნას ქუთაისის მერია ეხმაურება
FaceBook
ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია "მონიტორინგის" მიერ განხორციელებულ აქციას ქალაქის მერია ეხმაურება. აქციის წევრებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაში წარმოქმნილ ორმოს ქალაქის მერის შოთა მურღულიას სახელი მიანიჭეს.

"მედიატორის" აქციას "აბსურდულს" და "მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას" უწოდებს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ბასილაძე.

"ზედმეტია ,,მედიატორის" აბსურდებზე საუბარი, თუმცა რადგან მოსახლეობა შეცდომაში არ შევიდეს, ამიტომ განვმარტავთ ,,მედიატორის" მიერ არასწორად გაჟღერებულ საკითხს. აღნიშნული ორმო გამსახურდიას ქუჩაზე წყლის მილის დაზიანების გამო წარმოიქმნა, შეკეთების შემდეგ, ტექნოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე აუცილებელია დაჯდეს გრუნტი, შემდეგ მოხდეს ასფალტის საფარით შევსება, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ უხარისხოდ დაგებულ გზას", - განმარტავს მალხაზ ბასილაძე.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ქალაქში არსებული სხვა ორმოების პრობლემასაც ეხება და განმარტავს, რომ აღნიშნული ორმოები "იმ 110 მილიონიანი პროექტის ფარგლებშია, რომელსაც წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს ქუთაისში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მთელი ქუთაისის 24 საათიანი წყალმომარაგება მოხდება, რაც წლების პრობლემა იყო", - აღნიშნავს მალხაზ ბასილაძე.

Print